საადვოკატო ფირმა “თორაძე და პარტნიორები” წარმოადგენს იურიდიული მხარდაჭერის, საადვოკატო საქმიანობისა და სამართლებრივი კონსულტაციების მომსახურე კომპანიას.

კომპანიის ორიენტაციაა კლიენტისათვის პრობლემური საკითხების კორექტული, სწრაფი, ეფექტური, ხარისხიანი და რაციონალური გადაწყვეტა.

ჩვენი საქმიანობის ესენციური პრიორიტეტებია:სამართლიანობა, კლიენტის ინტერესი, სწრაფი შედეგი.

გუნდის წევრების მიერ სამართლის სხვადასხვა დარგში მოპოვებული მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარება ეხმარება ჩვენს კლიენტებს წარმოშობილი სამართლებრივი საკითხების სწორ და რაციონალურ დაგეგმვაში, მათ წინაშე არსებული პრობლემების ზუსტ იდენტიფიცირებისა და საჭიროების შემთხვევაში დამდგარი პრობლემის კვალიფიციურ გადაჭრაში.

კომპანიის სამუშაო ენებია: ქართული, გერმანული, ინგლისური და რუსული.

ჩვენი გუნდის წევრები გამოირჩევიან როგორც ქართული სამართლის, ასევე უცხო ქვეყნების კანონმდებლობის სრულფასოვანი ცოდნითა და გამოცდილებით.

ჩვენი საკონსულტაციო საქმიანობა ეფუძნება პირველ რიგში პრობლემის ანალიზსა და იდენტიფიცირებას, შემდგომ მისი ეფექტური გადაჭრის გზების ძიებასა და ბოლოს წარმატების პერსპექტივების ზუსტ პროგნოზს.

ჩვენი წარმომადგენლობითი საქმიანობა ორიენტირებულია სწრაფ და ეფექტურ შედეგებზე. ამასთან ჩვენ მიერ გამოყენებადი სამართლებრივი მოქმედებების ინსტრუმენტარიუმის უპირატესობებია პროფესიონალიზმი, საადვოკატო ეთიკა, აბსოლუტური კონფიდენციალურობა.

კლიენტის იურიდიული მხარდაჭერისა და მისი ინტერესების სამართლებრივი უზრუნველყოფის პროცესში ჩვენი გუნდის სამოქმედო მოტივაცია მიმართულია კლიენტის აბსტრაქტული რისკების აბსოლუტურ დეტალიზაციაზე, ლატენტური რისკების მაქსიმალურად შესაძლო პრევენციაზე, ისე რომ ხელშეუხებელი დარჩეს კონტრაჰენტი მხარის მთავარი კონსენსუალური ინტერესი.

ჩვენი მიზანია ჩვენივე მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მისი სისტემატური ტრენინგი და სერტიფიცირება.

კომპანიის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს კლიენტის კმაყოფილება. კომპანიის მთავარი აქტივი: დაბალი სოციალური წრის წარმომადგენლებისათვის პრო ბონო მომსახურება.


ჩვენი გუნდი პოლიტიკურად ნეიტრალურია. არ არის ჩართული პოლიტიკურ აქტივობებში.